Georgian Wines in USA Call: +1 (615) 475-7061
Georgian Wines in USA Call: +1 (615) 475-7061
Signed in as:
filler@godaddy.com
"ვილიჯ ვაინს" ეხმარება მეღვინეობებს პროდუქტის სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტში, მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მეგობარი მეღვინეობები იღებენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მომსახურებას და სხვ. დაზოგეთ ფული, გახდით ჩვენი პარტნიორი , ან გადაათვალიერეთ სერვისების ჩამონათვალი და მიიღეთ თქვენთვის სასურველი მომსახურება.
საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნები და სტანდარტები, რომელსაც ყველა მეღვინეობა უნდა აკმაყოფილებდეს, ვისაც სურს იმპორტიორთან საქმიანი ურთიერთობის დაწყება.
ჩვენ მოგიმზადეთ უფასო გზამკვლევი, რომელშიც საინტერესო და სასარგებლო რჩევებს ამოიკითხავთ.
დაგეგმეთ უფასო სატელეფონო კონსულტაციისათვის თქვენთვის სასურველი დრო. დაგვიტოვეთ თქვენი სახელი, მეღვინეობის სახელი, საკონტაქტო ტელეფონი და დაელოდეთ ზარს.
სატელეფონო კონსულტაცია გაგიმარტივებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციისა და კითხვებზე პასუხის სწრაფად მიღებას.
მიიღეთ ჩვენი სომელიესა და ღვინის კომუნიკატორის მიერ შევსებული, სპეციალური ფორმა, რომელიც შემუშავებულია ვილიჯ ვაინსის მიერ და შეგიძლიათ გამოიყენოთ განსხვავებული მიზნებისათვის. ფორმაში მოცემულია ინფორმაცია როგორც ღვინის გემოვნურ თვისებებზე, ასევე ღვინის ეტიკეტზე, მის საკვებთან შეხამებასა და ღვინის პოტენციალზე.
"ვილიჯ ვაინს" გაძლევთ უნიკალურ საშუალებას იმუშაოთ ფოტოგრაფთან, რომელსაც აქვს საერთაშორისო გამოცდილება.
თითოეული პროდუქტის 2-3 ფოტო და მეღვინის პორტრეტი ან თითოეული პროდუქტის ფოტო, მეღვინის პორტრეტი და მეღვინეობაში მიმდინარე პროცესების ამსახველი კადრები.
გამოიყენეთ შანსი და დაგვიკავშირდით ჩვენს საკონტაქტო ნომერსა, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
სწორი ბრენდინგი ბიზნესის წარმატების გარანტია, არასწორმა ბრენდიგნმა კი შესაძლოა ბიზნესი გაანადგუროს. ბრენდინგი გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ ლოგო და ეტიკეტი. მისი მთავარი არსი მდგომარეობს სრული სტრატეგიის შემუშავებაში, რათა წარმატებით შევიდეთ და დავმკვიდრდეთ სასურველ ბაზარზე. ჩვენი კონულტაცია გათვლილია ეფექტური ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავებაზე ნებისმიერ შემთხვევაში - ხართ ახალი ბრენდი, რომელსაც სურს ბაზარზე შესვლა, თუ გაქვთ ისტორია და გსურთ ბრენდის გადახალისება.
ჩვენი გრაფიკული დიზაინერი გააცოცხლებს თქვენს იდეებს. მიიღეთ ღვინის ეტიკეტის ციფრული დიზაინი, რომელიც უნაკლოდ წარმოაჩენს თქვენი ღვინის ეტიკეტს, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებითა და ეტიკეტის ტექსტურის ჩვენებით, გამოცდილი გრაფიკული დიზაინერისგან.
ვილიჯ ვაინსი შექმნის საუკეთესო ლოგოს თქვენი ბიზნესისათვის. მყიდველის გემოვნებაზე მორგებული და პროფესიონალების მიერ შექმნილი ლოგო თქვენი მეღვინეობისათვის.
თქვენი ღვინის ა.შ.შ.-ში იმპორტისათვის აუცილებელი პირობაა, რომ ეტიკეტი შეესაბამებოდეს ფედერალური მთავრობისა და კონკრეტული შტატის მიერ შემუშავებულ რეგულაციებს. შეამოწმეთ თქვენი ეტიკეტის შესაბამისობა რეგულაციებთან და მიიღეთ კონკრეტული მითითებები, თუ რა ცვლილებების შეტანა გჭირდებათ არსებულ ეტიკეტზე. ბოლოს - მიიღეთ T.T.B.-ისგან ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამერიკის ბაზარზე შესასვლელად, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვებგვერდზე თქვენი ბიზნესის დარეგისტრირება აუცილებელი მოთხოვნაა. ვილიჯ ვაინსი დაგეხმარებათ რეგისტრაციის პროცესის სწორად გავლაში და დაფიქსირდება თქვენს საკონტაქტო პირად ადმინისტრაციასთან.
ჩვენ დაგეხმარებით შეიმუშავოთ სოციალური მედიის მართვის გეგმა, ერთი ან რამდენიმე პლატფორმის გამოყენებით, რომელიც დაგეხმარებათ თქვეენი ბიზნეს იდეების სისრულეში მოყვანასა და გამყარებაში.
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენთვის ვიდეოს შექმნაზე, სადაც განთავსებული იქნება თქვენი პროდუქტი და წარმოჩენილი მისი დადებითი თვისებები, ისე რომ მაქსიმალურად მიიზიდოთ თქვენთვის სასურველი აუდიტორია - განთავსების ობიექტები;მომხმარებლები.
ვილიჯ ვაინსის არხზე განთავსდება თქვენი პროდუქტის მიმოხილვის ვიდეო. ვიდეო მიმოხილვაში დაწვრილებით იქნება ინფორმაცია მიწოდებული პოტენციური მომხმარებლებისათვის თქვენი პროდუქტის შესახებ და აქცენტირებული მისი საუკეთესო მხარე. ვიდეოს გაზიარება შესაძლებელი იქნება, როგორც თქვენს სოცქსელში, ასევე ვებგვერდზე და სხვა პლატფორმებზე.
ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას ვილიჯ ვაინსის აუდიტორიას თქვენი მეღვინეობისა და პროდუქტის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ ხმა მიაწვდინოთ როგორც უამრავ მომხმარებელს, ასევე სხვადასხვა ბაზრის იმპორტიორ კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თქვენი ბრენდისა და კონკრეტული ღვინის ცნობადობის გაზრდის ერთერთი ეფექტური საშუალებაა რეცენზიები სხვადასხვა პლატფორმებზე. ჩვენი გუნდის წევრები დაწერენ სამართლიან და პროფესიონალურ რეცენზიებს ისეთ პლატფორმებზე როგორიცაა - Vivino, Cellar Tracker, & Wine Searcher.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ლოტის ნომრის რეგისტრაციის პროცესი შესაძლოა მეღვინესათვის მარტივი არ იყოს. მიანდეთ ეს საკითხი ვილიჯ ვაინსის გუნდს და ჩვენ დაგეხმარებით შესაბამისი ღვინის ლოტების ღვინის ეროვნული საგენტოს პორტალზე დარეგისტრირებაში.
ყველა მეღვინეობას სჭირდება პროფესიონალის გადაღებული პროდუქტის ფოტო, სხვადასხვა ვებსაიტებსა და ელ.მაღაზიის გვერდზე განსათავსებლად.
მიიღეთ 3 ფოტო 250 ლარად.
ჩვენი კლიენტები იღებენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისს მეტად შეღავათიან ფასად და ამასთან ერთად, ეძლევათ საშუალება, რომ მათი ღვინო შევიდეს ვილიჯ ვაინსის პორტფოლიოში. დაზოგეთ ფული, მოახვედრეთ თქვენი პროდუქტი ამერიკელი საცალო მოვაჭრეების ხელში, გახდით ვილიჯ ვაინსის პარტნიორი.
მეღვინეობებთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი
თუ ხართ მეღვინე, გაქვთ მარანი და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება, დაგვიტოვეთ დეტალური ინფორმაცია თქვენი მარნის/მეღვინეობის შესახებ (სახელი, მდებარეობა, ვებგვერდის მისამართი).
შპს "ვილიჯ ვაინს"-ი დაინტერესებულია ითანამშრომლოს ქართულ მეღვინეობებთან , რომლებიც აწარმოებენ მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს და აქვთ ამერიკის ბაზარზე გასვლის ამბიცია.
თუ აკმაყოფილებთ მოცემულ კრიტერიუმებს, გთხოვთ დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ელ.მისამართზე.
Copyright © 2022 Village Vines - All Rights Reserved.